Connect us on





საკონფერენციო დარბაზი

სასტუმრო "DKD-Bridge"-ის საკონფერენციო დარბაზი გთავაზობთ საუკეთესო გარემოს,ჩვენთან შეგიძლიათ წარმატებით ჩაატაროთ ნებისმიერი სახის შეხვედრა
გაიგეთ მეტი

მოგესალმებით სასტუმროში DKD-Bridge

„დკდ-ბრიჯი“არის 3 ვარსკვლავიანი თანამედროვე ტიპის სასტუმრო,რომელიც თვალშისაცემია ორიგინალური განლაგებით და მდებარეობს ქ.თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანში,ცენტრიდან 15 წუთის,ხოლო აეროპორტიდან 30 წუთის სავალ გზაზე. სასტუმრო განლაგებულია სამ სართულზე,აქვს მყუდრო ეზო,სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და მიირთვათ ყავა ან ჩაი,ან ბრალოდ დაისვენოთ. „დკდ-ბრიჯი“გთავაზობთ 38 თანამედროვე ტიპის კომფორტულ ნომერს სრული აღჭურვილობით.ოთახები არის პირველ,მეორე და მესამე სართულზე,ბოლო სართულზე ყველა ოთახს აქვს აივანი.სასტუმროში ფუნქცონირებს ბარი,სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული,ასევე საერთაშორისო კერძები. სასტუმრო „დკდ-ბრიჯი“ცნობილია კრივის სპეციალიზირებული სპორტული კომპლექსით “DKD”,რომელიც უძლიერესია საქართველოს მასშტაბით. სასტუმროში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი,რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შესაძლებლობას გაძლევთ ჩაატაროთ კონფერენციები,სხვადასხვა ტიპის შეხვედრები,მოაწყოთ პროდუქტის პრეზენტაცია და სხვა ღონისძიებები. სასტუმრო “დკდ-ბრიჯში“არის საუნა მასაჟის კაბინეტითა და სამედიცინო პუნქტით,სილამაზის სალონი. სასტუმრო „დკდ-ბრიჯი“გათვლილია ყველა ტიპის სტუმრისთვის.მას სრული შესაძლებლობა აქვს მიიღოს როგორც ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქმიანი პირები,ასევე სპორტული ჯგუფები და დასვენების მოყვარული ტურისტები და შესთავაზოს მათზე მორგებული მომსახურეობის სრული პაკეტი. სასტუმროს შეუძლია 130 კაციანი ჯგუფის ერთდროულად მიღება. „დკდ-ბრიჯი“ცნობილია დაბალი ფასებით საქართველოს მასშტაბით,ხოლო მომსახურეობის მაღალი დონე და მეგობრული პერსონალი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ დასვენებას.

სასტუმრო „დკდ-ბრიჯმა“ წარმატებით გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს და შრომის ინსპექციის მიერ დაწესებული უსაფრთხოების ყველა ნორმა., რის შემდეგაც მიიღო უსაფრთხო (მწვანე) სასტუმროს სტატუსი. პერსონალს ჩაუტარდა უამრავი ტრენინგი. სასტუმროში შემოსვლისთანავე სტუმრებს ვალდებული არიან გაიზომონ სიცხე და სასტუმრო უზრუნველყოფს ხელის დეზინფექტანტს. არის დამცავი ბარიერი სტუმარსა და თანამშრომელს შორის, პერსონალი აღჭურვილია ყველა იმ დამცავი აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელია COVID 19-ის წინააღმდეგ. საერთო ადგილები და ხშირად შეხებადი ზედაპირები 2 საათში ერთხელ სუფთავდება ჯანდაცვის სამინისტროს აპრობირებული ხსნარებით. სტუმრის ოთახები ლაგდება მისი ოთახში არყოფნის პერიოდში

ლოკაცია

    ცენტრიდან 30 წუთის სავალზე, აეროპორტიდან 40 წუთის სავალზე

კონტაქტი

ხიზანიშვილის ქ.41. თბილისი, საქართველო

ტელეფონი/Email:
(+995) 577 769 930
(+995) 555 96 17 27
hoteldkd@gmail.com

ოთახის რეზერვაცია